"მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი".

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.