"ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მიმართ  დღეს მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

"ევროპის პარლამენტმა, საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით, მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება - სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა.

ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ" - წერს შალვა პაპუაშვილი.

ევროკავშირი კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად - რეზოლუციას 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა