დღემდე არ გვაქვს პასუხი, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან რატომ არ მიენიჭა. სინამდვილეში, ეს პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროკომისიის იანვრის ანგარიშით, პირიქით გვაქვს პასუხი, რომ გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით თუ იქნებოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად მიენიჭებოდა“.

„კითხვას როდესაც ვსვამთ, რა იყო სტატუსის არმინიჭების განმაპირობებელი, პასუხი სხვადასხვაა – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. სინამდვილეში ეს იმას აჩვენებს, რონ ამის ობიექტური პასუხი არ არსებობს. გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელზეც რთულია თქვა, რა მოსაზრებებს ეფუძნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.