თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე "რატის ბარში" მკვლელობა მოხდა.
"აიპრესის" ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.