ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“, გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო“ საკუთარი რიგებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, „სხვა შემთხვევაში, თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“.









