აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება, ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი.
„აგონიაა იმით, რომ ჯგუფებს, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და, საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან. ეს არის შედეგი ანტიპატრიოტული ქცევის. ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება, ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რაზეც ეს გაერთიანებები იქმნება – ეს არის ანტიქართული კოალიცია, რომლის მიზანია არა ქართველი ხალხის მსახურება, არამედ რაღაც გარედან მოხვეული დღის წესრიგის განხორციელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.