კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიის თავდასხმის მსხვერპლთა კლუბში, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იაგო ხვიჩიას პარლამენტში, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.
„ბატონო იაგო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიის თავდასხმის მსხვერპლთა კლუბში, ასე რომ გიგრძნიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩამ ქართულ მედიას იდიოტები უწოდა.
მოგვიანებით კი საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა: მედიას იდიოტი რომ ვეძახე, ჩემი მიმართვის ობიექტია ხალხი, ვინც მითითება არასწორად მისცა - გადავწყვიტე, ეპატაჟი მომეწყო, გამომეფხიზლებინეთ