ევროამერიკელ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს იმდენი ლანძღვა-გინება არ მიუღიათ პოლ პოტისგან, ხოშიმინისგან, მაო ძედუნისგან, ლენინისგან, სტალინისგან და ტროცკისგან, რამდენიც მიიღეს ივანიშვილის დავალებით მდინარაძისგან, კობახიძისგან, პაპუაშვილისგან და ზარქუასგანაც კი, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ივანიშვილმა ჩაშალა ანაკლიის პორტი, საქართველო პოლიტიკურად გადააქცია რუსეთის სატელიტად, თბილისი გადააქცია ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, ანტიამერიკულ პროპაგანდის ცენტრად და ალბათ, ევროამერიკელ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს იმდენი ლანძღვა-გინება არ მიუღიათ პოლ პოტისგან, ხოშიმინისგან, მაო ძედუნისგან, ლენინისგან, სტალინისგან და ტროცკისგან, რამდენიც მიიღეს ივანიშვილის დავალებით მდინარაძისგან, კობახიძისგან, პაპუაშვილისგან და ზარქუასგანაც კი. ზარქუაც ასწავლის ევროპას სწორი პოლიტიკის განსაზღვრას გეოპოლიტიკაშიც და საქართველოსთან მიმართებაშიც“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.