სოციალურ ქსელში გავრცელდა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის პოსტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, "გირჩის" წევრს იაგო ხვიჩიას ეხებოდა. თუმცა, ნათელაშვილის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნებოდა.
მოგვიანებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დაწერა: "დილიდან სოციალურ სივრცეში ჩემი სახელით ვრცელდება,არაეთიკური ფეიკ--პოსტი ბატონ იაგო ხვიჩიაზე.მსგავსი არ დამიწერია არსად და არც აზრად მომსვლია თავში.ძალიან ვწუხვარ."