დემაგოგია, ომი თურმე ივანიშვილმა, მდინარაძემ და კობახიძემ ბრძნული პოლიტიკით აგვაცილეს, ისტორიაში შევა ათასწლეულის ანეკდოტად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„აღვირახსნილი პროპაგანდა, რომ ომი თურმე ივანიშვილმა, მდინარაძემ და კობახიძემ აგვაცილეს, ისტორიის შეურაცხყოფაა. დღეს დამყარდა უნიკალური ვითარება, როდესაც არცერთ მსოფლიო ცენტრს არ უნდა აქ ომი. რუსეთს არ უნდა, რადგან უკანასკნელი სასუნთქი გადაეკეტება, რომ ეხვეწო ომს არ დაიწყებს. თურქეთს არ უნდა ომი, იმიტომ რომ აზერბაიჯანთან და შუა აზიასთან გზა გადაეკეტება. ევროპას და ამერიკას არც უნდათ ომი... უნიკალურ ვითარებაში ვართ ათასწლეულების განმავლობაში, როცა არავის უნდა ომი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო გეოპოლიტიკის ცენტრში აღმოვჩნდით და ფაქტობრივად ევრაზიის გასაღები გვიკავია ხელში და ამას უნდა გამოყენება. ამიტომ, ეს დემაგოგია, რომ ომი არ არის ივანიშვილის და მდინარაძის ბრძნული პოლიტიკის გამო, ალბათ ისტორიაში შევა ათასწლეულის ანეკდოტად“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.