ჩვენდამი ბატონი ირაკლისგან ობიექტურობას არ მოველოდი, საინტერესოა რამ უკბინა? - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც შოვში ჩავიდა, იყო შალვა ნათელაშვილი.
„მაინც აღვნიშნავ, რომ ჩვენდამი ბატონი ირაკლისგან ასეთ ობიექტურობას არ მოველოდი. საინტერესოა რამ უკბინა?“- წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით. ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ბევრი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი