სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მადლობის გადახდის გამო, ოპოზიციონერ აქტივისტებშიარსებულ დაპირისპირებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანი "ბაბლის ღირსებაზე" მეტად საკუთარი შვილის, მარიამ გეგუჩაძის სამსახურებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს, რომელიც წლებია, კოკა-კოლაში მუშაობს, სწორედ ამიტომ იცავს ჟორჟოლიანი ჭყონიას და აკრიტიკებს იმ აქტივისტებს, რომლებმაც ბიზნესმენის საქციელი არ მოიწონეს.

"იმედია ბაბლი კარგად დაინახავს ჟორჟოლიანის სახეს, რომელიც ბაბლის "ღირსებაზე" მეტად საკუთარი შვილის სამსახურებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს. გეგუჩაძე წლებია მუშაობს "კოკა-კოლაში" მაღალ პოზიციებზე. ჭყონიას მლიქვნელური მიმართვა ჩვენთვის ცხადია პრობლემა არაა, მეტიც შეუძლია, სასაცილო მხოლოდ ბაბლისარარსებული ღირსების შელახვაა", - წერს შაკო კუჭაშვილი.