მათე დევიძის განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე მყოფი აქტივისტები, POSTV-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჟურნალისტები სასამართლოდან მათე დევიძის პროცესს აშუქებდნენ.
"მონა ხარ იცოდე ეს, სანამ არ მოკვდები" - მიმართავდნენ POSTV-ის ჟურნალისტს.