თბილისის საქალაქო სასამართლო "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა და იარაღების ტარებაც აუკრძალა. ხოშტარია და არც მისი უფლებების დამცველი სასამართლოს სხდომას არ დასწრებია.
ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო "დროას" ლიდერს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ რამდენჯერაც საჭიროა იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ ‘მოსამართლეობას’