"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტია "ლელოს" პოზიციამ ოპოზიციურ ფლანგზე არასასურველი გაურკვევლობა გამოიწვია. 

პირველ რიგში, ვადასტურებ სრულ პატივისცემას მამუკას, ბადრისა და მთლიანად „ლელოს“ გუნდის მიმართ. ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ელემენტი რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლაშ.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავხუროთ ეს თემა და გადავიდეთ ბრძოლის იმ ფაზაზე, რასაც ჰქვია თვითმმართველობის არჩევნები და გადავიდეთ ჩვენს საკუთარ სტრატეგიაზე, ერთიან პროტესტზე ართანამშრომლობაზე, არაღიარებაზე, სანქცირებაზე, დასჯაზე ბოროტმოქმედების. ამიტომ მე საჯაროდაც ვთქვი, რომ მზად ვარ ძალიან პატრიოტული სულისკვეთებით დავჯდე ბატონ მამუკასთან და ცივილიზებულად უნდა ვისაუბროთ. ასევე, ვაფიქსირებ სრულ მზაობას ნებისმიერ ფორმატში შეხვედრის. იმედიანად ვარ, რომ ზუსტად იმ სულისკვეთებით გადავჭრით ამ საკითხს, როგორც გადავჭერით პარლამენტში არშესვლის, ართანამშრომლობის საკითხი“, – განაცხადა ხოშტარიამ.