პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით, 4 ივნისს იმსჯელებს.

4 ივნისს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვა.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი ლია მელიქიშვილი, ბატონები - გიორგი გოგოლაშვილი და ავთანდილ არაბული.