საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია - ქემალ მემისოღლუ, მოადგილესთან და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
დელეგაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მასპინძლობს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები, გაფორმდება მემორანდუმი, ჯანდაცვის სექტორში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მიზნით.
დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე, დაგეგმილია სხვა, მაღალი რანგის შეხვედრები.