ამის შესახებ თურქული მედია კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მეჰმეთ ნური ერსოის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს.

ქალაქს ერთ დღეში, 26 ივლისს, რეკორდული რაოდენობის უცხოელი ტურისტი - 104 359 ადამიანი ეწვია. ივლისის ბოლოსთვის უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 2,3 მილიონს მიაღწია, ხოლო 2025 წლის დასაწყისიდან მათმა რიცხვმა 8,5 მილიონს გადააჭარბა, - აცხადებს მეჰმეთ ნური ერსოი.

წინა რეკორდი დამყარდა გასული წლის აგვისტოში, როდესაც ანტალიის და გაზიფაშას აეროპორტებით ქალაქს 102 755 უცხოელი ტურისტი ეწვია.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, შარშან თურქეთს 60,6 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უცხოელი ტურისტების რაოდენობის მიხედვით, პირველ სამ ადგილზე იყვნენ:

საფრანგეთი - 102  მილიონი ტურისტი;
ესპანეთი - 94 მილიონი ტურისტი;
აშშ - 72,4 მილიონი ტურისტი.