საქართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, "პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველ ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა."
"ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.