საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

 „ღრმად დამწუხრებული ვარ, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

 

 ცნობისთვის, ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას მედიას სამართალდამცავი უწყებები უდასტურებენ.