ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
"რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება", - აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.
მუსლიმები რამადან ბაირამს ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ აღნიშნავენ. რამადანის მარხვის დროს მორწმუნეები, 30 დღის განმავლობაში, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, უარს ამბობენ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღებაზე.