საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონის მეხუთე ადგილისთვის მატჩში კოსოვო 81:67 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების რიგებში შეხვედრაში საუკეთესო 24 ქულით ანა მესტუმრიშვილი იყო, 22 ქულა ჰქონდა ლიზი ჯაბუას, ხოლო 17 – მარიამ ყაველაშვილს.
კოსოვოში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სამი მატჩი მოიგო და ორში დამარცხდა.