საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ​აცრისკენ მოუწოდებენ.
7 დიპლომატის ერთობლივი ფოტო და ელჩების მოწოდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. "შეაჩერე COVID-19, აიცერი! აშშ -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის მისიის ელჩები საქართველოში მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, აიცრან საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად. STOP COVID-19, get vaccinated! Ambassadors of US, UK, France, Germany, Italy, Japan, and the EU Mission to Georgia call on all citizens to get vaccinated to protect themselves and their loved ones", - ნათქვამია ინფორმაციაში.