საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსისთვის ბათუმში ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას სიმბოლური ხასიათი აქვს. ის "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილი ჩამოვა თუ ხალხს უნდა.
"ლევანის ჩამოსვლას ჩემთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცნაირად მიშას ჩამოსვლის საწინდარია. მემგონი ჩამოვა თუ ხალხს უნდა,"- განაცხადა ტელეკომპანიასთან საუბრისას სანდრა რულოვსმა.
შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარაში დაბრუნდა. მას სარფში მხარდამჭერებთან ერთად სანდრა რულოვსი დახვდა.