„ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია და ქედის მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, მისი ყოველდღიური საქმიანობაა. მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივების საჭიროებებს და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს კარგად იცნობს.
,,ქედის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში კარგად ვიცნობ არსებულ გამოწვევებს. სწორედ, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჩვენი ერთობლივი ხედვებით განვახორციელებთ მნიშვნელოვან და საჭირო ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით შესაბამის პროგრამებს“.
მამუკა თურმანიძე წლების განმავლობაში რეგიოონში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა და მოსახლეობა მას კარგად იცნობს. მისი თქმით, უდიდესი პატივია იყო ქედის მუნიციპალიტეტის მერი.
,,ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ქედის მერი და ამ შესაძლებლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს. დაგროვილ გამოცდილებას ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს მოვახმარ. ვიზრუნებ რომ ტურისტული პოტენციალის ათვისება სრულად მოხდეს, ხელი შევუწყო ადგილობრივ ბიზნესს და ახალგაზრდებს შევუქმნა მეტი შესაძლებლობა“.
მერობის კანდიდატისთვის პრიორიტეტულია ასევე, ქედაში გაუმჯობესდეს ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაიხვეწოს არსებული პროგრამები და გაგრძელდეს სოციალური სახლების მშენებლობა.
ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.