სალომე ზურაბიშვილმა 28 თებერვალს, ლონდონში ვიზიტისას, საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ბრიტანულ ცენტრში, Chatham House-ში საპატრიარქოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
კითხვა: მინდა გკითხოთ ქართული ეკლესიის როლის შესახებ, რადგან ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს, როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქი მოხუცდა და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია იყოს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაზე
სალომე ზურაბიშვილი: ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან კომპლექსურია, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დღეს პატრიარქი ფიზიკურად სუსტადაა; პატრიარქი, რომელმაც ამ ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან და ვიტყოდი, რომ მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესია ამ შემთხვევაშიც გაჰყვება პროევროპულ რიტორიკას. ვინაიდან ოპტიმისტური ვარ და მჯერა საქართველოს სიმტკიცის. იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი, პატრიარქის არჩევას.
სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში.
პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს, „აიპრესმა“ მას სწორედ ამ განცხადების განმარტება სთხოვა.
"აიპრესი": ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ განაცხადეთ, რომ იმედი გაქვთ, საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი. აღნიშნეთ, რომ ხედავთ პრორუსულ ტენდენციას საქართველოს ეკლესიაში. ასეთი ეჭვი გამოთქვით. და ამის ერთ-ერთ მიზეზად თქვენ დაასახელეთ პატრიარქის სისუსტე.
პრეზიდენტი: ეჭვი არის ეს?
"აიპრესი": მე ვერ გეტყვით, თქვენ გამოთქვით ასეთი ეჭვი, თქვენი განცხადებიდან მომყავს ეს ციტატა. რამ მოგცათ ამ განცხადების გაკეთების საფუძველი, რა ფაქტები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? თქვენ პირადად იცნობთ პატრიარქს, როგორც ვიცი შეხვედრიხართ არაერთხელ, იცით მისი პიროვნების შესახებ, მისი როლის შესახებ თუნდააც 1989 წლის 9 აპრილს…
პრეზიდენტი: მე მეკითხებით, თუ თქვენ პასუხობთ?
"აიპრესი": არა, თქვენ გეკითხებით, ეს თქვენი ციტატებია. კითხვა მდგომარეობს შენდეგში: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ იცნობთ პირადად, იცით ეს ყველაფერი, მაინც რამ ხდება ისეთი ქართულ ეკლესიაში, რამაც თქვენ მოგცათ ასეთი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების საფუძველი?
პრეზიდენტი: მე არაფერი მითქვამს იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართულ ეკლესიაში. ეს არის იგივე, რასაც ადრე ვამბობდი, რომ არის სურვილი ზოგიერთი წრეებიდან, მე მომნათლონ როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერი, მომნათლონ რაღაცა, არ ვიცი ათეისტად თუ…. ის ადამიანები, სწორედ რომლებიც დადიან პატრიარქთან სურათებისთვის, რომლებიც დადიან ზიარებაზე სურათებისთვის და ხმარობენ ამ ყველაფერს რაღაცა დღევანდელ დღეს პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში.
მე არ შევცვლილვარ, მე სულ მჯეროდა და მჯერა დღესაც და კითხვაზე - არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული, პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორც იყო ქართული ეკლესია, პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ რომ ქართულმა ეკლესიამ მუდმივად შეინარჩუნა კი არა, დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში, ყველა ეტაპზე ჩვენი ისტორიისა.
მე არ მესწავლება და მე არაფერი მაქვს ასახსნელი, მაგრამ უნდა დასრულდეს ეს რაღაცა ინტერპრეტაციები, როცა უტრიალებენ ხალხს რაღაცა თავიანთ ვითომც შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება ასეთი რამე თქვა - მე არაფერი არ მითქვამს მაგრამ, მე არ შემიძლია რომ გავჩუმდე იმაზე, რომ არის მცდელობა დისკრედიტაცი მოხდეს მუდმივად, ყველა კუთხით, პოლიტიკური იქნება თუ სხვა...
ანუ რაც შეიძლება რომ მონახული იყოს, იმისთვის რომ დისკრედიტაცია მოხდეს და ამავე დროს სულ მიდის ლაპარაკი, რომ პრეზიდენტი არაფერი არ არის, არ აქვს არანაირი როლი, არაფერს ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს, არაფერი ახალი არ უთქვამს. თუ ასეა, რა საჭირო ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად, სადაც ყოველდღიურად ჩემი სახელი ისმის სხვადასხვა ბრალდებებით? მე ვარ ის რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ არაფერი არ შეცვლა"