ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად. როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში"

ცნობისთვის, უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრაში საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა (ვიდეო), მატჩის დასრულების შემდეგ სომხეთიდან ჩამოსულ და ქართველ გულშემატკივრების ნაწილს შორის ინციდენტი მოხდა. ქართველი გულშემატკივრების ნაწილი სტადიონის მოედანზე შეიჭრა