შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში არსებული სიტუაციისა და მზარდი რეპრესიების განსახილველად, ლიეტუვის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში არსებული სიტუაციისა და მზარდი რეპრესიების განსახილველად. მათ, ვინც რუსეთის ბრძანებებს ასრულებს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. მადლობელი ვარ ლიეტუვის მხარდაჭერის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.