თბილისში, „დინამო არენაზე“, დასრულდა უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის.

საქართველოს ნაკრები მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და მან მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

საქართველო - სომხეთი 6:1(5:0)
გოლები: ვარაზდატ ჰაროიანი , საკუთარ კარში 1:0, 14' გიორგი მიქაუტაძე 2:0, 23' გიორგი ჩაკვეტაძე 3:0, 27' ოთარ კიტეიშვილი 4:0, 35' გიორგი მიქაუტაძე 5:0, 48' ედგარ სევიქიანი 5:1, 63' ხვიჩა კვარაცხელია 6:1

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე (69' ლაშა დვალი), გურამ კაშია, გიორგი წიტაიშვილი (69' გიორგი გულიაშვილი) -  გიორგი ჩაკვეტაძე (46' ლევან შენგელია), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (77' გიორგი ძარია) - გიორგი მიქაუტაძე (77' ბუდუ ზივზივაძე), ხვიჩა კვარაცხელია  

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ერევანში ასევე ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს.

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში საქართველომ უეფას B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, სომხეთი კი კვლავ C ლიგაში იასპარეზებს.