საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ იგი X-ზე წერს.
"ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას!
წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!" - წერს სალომე ზირაბიშვილი.