ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალ გენერალურ მდივნად შვეიცარიელი ალენ ბერსე აირჩია. ბერსე თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეცვლის.
ალან ბერსე ხუთწლიანი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2024 წლის 18 სექტემბრიდან შეუდგება. ხმის მიცემის მეორე რაუნდისას მან ხმათა უმრავლესობა – 114 ხმა მოიპოვა.
სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ ინდრეკ საარი ესტონეთიდან და დიდიე რეინდერსი ბელგიიდან.
ალან ბერსე 2012-2023 წლებში შვეიცარიის მთავრობის წევრი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ორჯერ იკავებდა პრეზიდენტის პოსტს. 2003-2011 წლებში ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი იყო.