26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცალკე ვინ აღნიშნავს? რაებს ლაპარაკობთ. ეს არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთობლივი და ჩვენი ერთობის მიღწევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2025 წლის 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველანი ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა"

ცნობისთვის, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.