ჩვენთან მშვიდობა არის იმიტომ, რომ დღეს უკრაინელები იბრძვიან - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენთან მშვიდობა არის იმიტომ, რომ უკრაინელები იბრძვიან დღეს. უკრაინის გამარჯვებაზე გადის ჩვენი შანსი, რომ შევინარჩუნოთ სუვენერული ქვეყანა. ამის პარალელურად, უკრაინის გამარჯვება, რომლის ღიად ეშინია „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ნიშნავს, მომაკვდინებელი დარტყმის მიყენებას“ - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.