ხელისუფლების რეალური ოცნება და რუსეთის დაკვეთა არის - საქართველო ქართველების გარეშე - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
„რეალობა არის ის, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთში ინტეგრაციის საუბრის პარალელურად გვაკარგვინებს დროს და ამის პარალელურად საქართველო იცლება ქართველებისგან იმიტომ, რომ ადამიანებს უცრუვდებათ იმედები, მირბიან საკუთარი ქვეყნიდან და ევროკავშირში ვისაც უნდა ცხოვრება, ფიქრობს, რომ სხვა ქვეყანაში უნდა წავიდეს. ამ დროს, ფართოდ გაღებულ კარში შემოდის უამრავი რუსეთის მოქალაქე და ფაქტობრივად საქართველო ქართველების გარეშე, აღმოჩნდა რომ არის თურმე "ქართული ოცნების" რეალური ოცნება და როგორც ჩანს რუსეთის დაკვეთა"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.