მძიმე რეალობა არის ის რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის პოლიგონად გადააქციეს ჩვენი ქვეყანა და ივანიშვილს უნდა რომ ამ პოლიტიკურ ჭაობში, წუმპეში, უბედურებაში გვაცხოვროს, რაც არ მოხდება,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„თვითონ არიან ესენი [„ქართული ოცნება“] სალაროსთან და ღუმელთან და უნდათ, რომ ის პური, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა გამოცხვეს, წავიდეს მარტო მათი კეთილდღეობისთვის. გაგიჟებული ტემპებით ხდება, ამ ქვეყნის, ჩვენი ხალხის სიკეთის, ქონების დატაცება და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მოასწრონ რამენაირად ჩვენი უბედურების ხარჯზე გამდიდრდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ერთი მათი კამპანია ვერ გადაფარავს მძიმე რეალობას. მძიმე რეალობა არის ის რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის პოლიგონად გადააქციეს ჩვენი ქვეყანა და ივანიშვილს უნდა რომ ამ პოლიტიკურ ჭაობში, წუმპეში და უბედურებაში გვაცხოვროს,რაც არ მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ საუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას",- განაცხადა ,,ტვ პირველის" ეთერში საბა ბუაძემ.