ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ ხელისუფლებას გააჩნია, თუნდაც მცირე კეთილი ნება მაინც, რომ განახორციელოს რეფორმები, იმიტომ რომ რეფორმების განხორციელება, მათთვის ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ 9 რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებში „ლელოს“ არ მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ვიღაც საჭესთან მჯდომმა, რომ გამოგიცხადოთ ნასვამია და საჭეს ვერ იმორჩილებს, იმას ხომ არ ჩაუჯდებით მანქანაში, სადღაც რომ მიგიყვანოთ? ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ ხელისუფლებას გააჩნია, თუნდაც მცირე კეთილი ნება მაინც, რომ განახორციელოს რეფორმები, იმიტომ რომ რეფორმების განხორციელება ნიშნავს მათთვის ძალაუფლების დაკარგვას და ძალაუფლების დაკარგვის ინტერესი და ქვეყნის ინტერესი, როდესაც დგება ორ შეპირისპირებულ პინაზე, ისინი არჩევანს ყოველთვის ძალაუფლების სასარგებლოდ აკეთებენ. ამიტომაც, არ გვგონია, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს გამკეთებელი არის. ამიტომაც არიან ისინი უნისონში პუტინის რუსეთთან, რომ მათი ინტერესების თანხვედრა ხდება",- განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში საბა ბუაძემ.