200 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი არ შეიქმნა ამ ხელისუფლების პირობებში და ბუნებრივია, ეს ხალხი ქვეყნიდან მიდის იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი შექმნას,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

„რეალობა არის ის რომ ამ ხელისუფლებამ გაანადგურა ამ ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილი, შექმნა დეფიციტი ამ სამუშაო ადგილების. 200 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, რომელმაც აქ უნდა დააკავოს ადამიანები, უბრალოდ არ არის, არ შეიქმნა ამ ხელისუფლების პირობებში და ბუნებრივია, ეს ხალხი ქვეყნიდან მიდის იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი შექმნას. შეიძლება ვიღაცას ნორმალური საშუალო ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისი მომავლის დაგეგმვას ვეღარ ახერხებს და ასეთი ხალხი მიდის. ერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს დიდი პერსპექტივა, რაც აუცილებლად განხორციელდება ამ ხელისუფლების ცვლილების  შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია პენსიაც გავზარდოთ 1000 ლარამდე, შევავსოთ სამუშაო ადგილების დეფიციტიც",- განაცხადა საბა ბუაძემ.