მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული, მაინც უნდათ ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მობილიზება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას უწყვეტად ეხმარებოდა და ეხმარება დასავლეთი, ევროკავშირი და შტატები და ახლაც ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას გეზი აქვს რუსეთისკენ აღებული და ღიად, დაუფარავად ლანძღავენ ევროკავშირს, ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდათ ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მობილიზება იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის პროექტები დააფინანსონ იმ ევროპული ფულით, რომელიც ეხმარებოდა, ეხმარება და დაეხმარება ქართველ ხალხს", - ამბობს ბუაძე.