გახარიასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ჯერჯერობით სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური რომანტიზმი, სადაც ვიღაცას ვიღაცის დაწყვილება უნდა, -ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინა და მოქმედი ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან ლეგიტიმური კითხვები არსებობს.
„შემიძლია გითხრათ, რომ გახარიასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. სხვა ყველაფერი ჯერჯერობით არის პოლიტიკური რომანტიზმი, სადაც ვიღაცას ვიღაცის დაწყვილება უნდა.
მომავალთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ იმდენად არაორდინარულ პოლიტიკურ მოცემულობაში ვიმყოფებით, მომავალში არაფრის გამორიცხვა არ იქნება სწორი, თუმცა ჩვენი პოზიციები დღეის მდგომარეობით გახარიასთან მიმართებაში რჩება აბსოლუტურად უცვლელად, იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ წარსულში გაკეთებული შეფასებები არსად წასულა, წინა და მოქმედი ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან ძალიან ლეგიტიმური კითხვები არსებობს“, - ამბობს საბა ბუაძე.