"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე და ლელოს წევრი საბა ბუაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ტვ პირველის ეთერში მხარეებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც საბა ბუაძემ თქვა, რომ ლელო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.
საბა ბუაძის თქმით, "სააკაშვილი ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს". მან თქვა, რომ "საზოგადოების კონსოლიდაცია სააკაშვილის საკითხის ირგვლივ ძალიან რთულია".
საბა ბუაძეს ანა წითლიძემ უპასუხა და თქვა, რომ "სანამ ქართული პოლიტიკა მიშას კომპლექსს არ მოიხსნის, მანამდე დარჩებიან პოლიტიკური პარტიები 1%-ზე".
ამის შემდეგ დაპირისპირებაში მონაწილეებმა სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს:
ანა წითლიძის პოსტის შემდეგ, განცხადება საბა ბუაძემაც გაავრცელა. მისი თქმით, საუბარი "მიშას კომპლექსზე" უდიდესი აბსურდია.