საქართველოს პატრიარქის ეს განცხადება არის არაჰუმანური, ანტიუკრაინული და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. საქართველოს საპატრიარქოსგან სხვა არც იყო მოსალოდნელი. - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვას:
"საქართველოს საპატრიარქომ კიდევ ერთხელ დაიკავა რუსეთის ეკლესიის და შესაბამისად, რუსეთის მხარე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს პირველს წერილით მიმართა. იგი სთხოვს ჩაერიოს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეჩერებაში, რომელიც ითვალისწინების კიევ-პეჩორის ლავრიდან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (რუსეთი საპატრიარქო) გაყვანას. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის უკრაინის სახელმწიფოს საკუთრება და მხოლოდ სარგებლობაში იყო გადაცემული რუსული ეკლესიისათვის. ხელშეკრულება შეწყდა უკრაინის კანონმდებლობის სრული დაცვით. თუ გავითვალისწინებთ, რა პოზიცია უჭირავს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსეთის, ამ ტერორისტული სახელმწიფოს ხელისუფლების მხარდაჭერაში უკრაინაში წარმოებული ომის დროს, საქართველოს პატრიარქის ეს განცხადება არის არაჰუმანური, ანტიუკრაინული და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. საქართველოს საპატრიარქოსგან სხვა არც იყო მოსალოდნელი."- წერს რომან გოცირიძე.