როცა მმართველი პარტია კონსტიტუციას არღვევს, ყველაზე დიდი მსაჯული არის ხალხი - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„არა მხოლოდ სასამართლოებთან დაკავშირებით, არამედ არც ერთ სხვა საკითხზე არ შექმნიან საგამოძიებო კომისიას, რადგან რასაც არ უნდა დაადო ხელი, ყველგან მათი დანაშაული იკვეთება.
როცა მმართველი პარტია კონსტიტუციას არღვევს, ყველაზე დიდი მსაჯული არის ხალხი, ამომრჩეველი. ეს არ უნდა აპატიოს.
სანამ ხალხის ნებამდე მივა საქმე, მაინც ღირს ყველა ბერკეტის გამოყენება-ვასაჩივრებთ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ყველა დაინახავს კიდევ ერთხელ, შინ და გარეთ, თუ რა ანტისახალხო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე“- წერს გოცირიძე.