„ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებული უკიდურესად შეურაცმყოფელი განცხადებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„თეონა აქუბარდიას და ანი წითლიძის მისამართით “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებული უკიდურესად შეურაცმყოფელი განცხადებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
სიძულვილი და აგრესია ქართული ოცნებისთვის რომ არის დამახასიათებელი, ეს არავის უკვირს, მაგრამ რაც დღეს პარლამენტში მოვისმინეთ, სცდება ადამიანური ეთიკის საზღვრებს“, - წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"