რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დანიაში მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებით კონსტიტუციას არ დაარღვევს. „ევროოპტიმისტების“ წევრს მიაჩნია, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს მისი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის.
„პრეზიდენტს პირდაპირ ხელს უშლიან მისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, უნდა წავიდეს იქ და ვერაფერსაც ვერ უზამენ. საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის ხელშეუხებელი“, - აცხადებს გოცირიძე.
სალომე ზურაბიშვილს დანიის სამეფოში ვიზიტი ხვალ აქვს დაგეგმილი. მან, ვიზიტის შესახებ მთავრობას რამდენიმე თვის წინ მიმართა და უარი აქვს მიღებული