დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა "ოცნებიდან" ალუდა ღუდუშაურმა "ნაცმოძრაობის" დეპუტატს ანი წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

ღუდუშაურმა ანი წითლიძე ბანძი ქალი უწოდა. 

"ბატონო იაგო (იაგო ხვიჩია) ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ნახმარ ბოტასებზე და ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უბრალოდ არ მინდა საზოგადოებას შეურაცხყოფა მივაყენო, საცვლებთან დაკავშირებითაც კი დიდი დეფიციტია იმ მავზოლეუმში. 

მაქსიმუმ თქვენ რასაც შეიძლება მიაღწიოთ,  შეიძლება წითლიძემ პატივი დაგდოს და  ერთხელ შეგატაროს იმ მავზოლეუმში. მაგრამ, არამც და არამც იმ ნახმარ ბოტასებსა და ტანისამოსს ვერ ემთხვევით. დღე და ღამე შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე  და ძლივს ერთი ბოტასი ჩაიხუტა.  ასე მიმართა ალუდა ღუდუშაურმა დეპუტატ იაგო ხვიჩიას. 

დებილი ხარ - ასეთი რეპლიკა მოჰყვა ანი წითლიძის მხრიდან პლენარულს დარბაზში, ღუდუშაურის შეფასებას მიხეილ სააკაშვილზე.

ალუდა ღუდუშაურმა კი ანა წითლიძეს მიმართა - "შენ ხარ ბანძი! ბანძ ქალა ხარ! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი ახლა!"