ერთადერთი მიმართულება, რომლის დაფინანსება იზრდება ნული ლარით, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფერო - სირცხვილია!- წერს „ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:

„NDI-ს გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 83 პროცენტი ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს.
გამოკითხვის მიხედვით, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (57%) ამბობს, რომ არ იცის, ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდება.
მოსახლეობის უმრავლესობა (90%) მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა ფარავდეს. 
როგორ იქცევა ასეთ დროს მთავრობა? ამ კვირას პარლამენტი დაამტკიცებს მომავალი 2024 წლის ბიუჯეტს. იზრდება აბსოლუტურად ყველა სფეროს დაფინანსება. ერთადერთი მიმართულება , რომლის დაფინანსება იზრდება ნული ლარით, ანუ არ იზრდება, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფერო. 
სირცხვილია!“ - წერს რომან გოცირიძე.