დღეს გამოქვეყნდა 2023 წლის სტატისტიკა და გარდაცვლილთა რიცხვი 2542-ით აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას. ზედიზედ მეოთხე წელია ეს საგანგაშო ტენდენცია რომ ნარჩუნდება - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლო ათი წლის განმავლობაში ბუნებრივი მატების მაჩვენებული (ანუ დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის სხვაობა) სწაფი ტემპით კლებულობს, ხოლო 2020-2023 წლებში სულაც უარყოფითი გახდა. დღეს გამოქვეყნდა 2023 წლის სტატისტიკა და გარდაცვლილთა რიცხვი 2542-ით აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას. ზედიზედ მეოთხე წელია ეს საგანგაშო ტენდენცია რომ ნარჩუნდება. ამ მოვლენის მთავარი მიზეზი არის სიღარიბე და ყოველწლიურად მზარდი ემიგრაცია. “ქართული ოცნება” და მისი სატელიტი ე. წ. ხალხის ძალა აცხადებს, რომ თურმე ბუნებრივი მატების კლების მიზეზი აბორტები ყოფილა. ეს სიცრუეა. თუ გავითვალისწინებთ “ქართული ოცნების” პრორუსულ და ულტრაკონსერვატიულ ინიციატივებს, არაა გამორიცხული აბორტების აკრძალვაზეც დაიწყონ საუბარი. სოზარ სუბარის დღევანდელი განცხადება ამ საკითხზე ნიადაგის მოსინჯვად შეიძლება შევაფასოთ".