ჩააგდეს დროებითი საგამოძიებო კომისია - ასეთი შეშინებული "ქართული ოცნება" იშვიათად კომიკური სანახავი იყო - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილი წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩააგდეს დროებითი საგამოძიებო კომისია.
ასეთი შეშინებული “ქართული ოცნება” იშვიათად კომიკური სანახავი იყო.
ციყვები გვეგონა და მთლად კურდღლები ყოფილან! ბოდიში ამ საყვარელ ცხოველებთან!“- წერს რომან გოცირიძე.
ცნობისათვის, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.