პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.
რეგისტრაცია პარლამენტის 51-მა დეპუტატმა მას შემდეგ გაიარა, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე.
„ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კენჭისყრა სხვა საკითხებთან ერთად, ხვალ გაიმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს.