საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობას და განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული პროექტები, მათ შორის ხაშურში  წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტის დადებითი პროგრესი.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ორი ქვეყნის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და გიორგი კობერიძე ესწრებოდნენ.